Thumbnail

ნახეთ: როჯერ უოტერსმა თვითიზოლაციაში კომპოზიცია Mother შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა საკუთარ ტურნეს ბენდთან ერთად ლეგენდარული ჯგუფის Pink Floyd კომპოზიცია Mother შეასრულა. არტისტებმა თავიანთი პარტიები თვითიზოლაციაში სახლებში ჩაწერეს.

როჯერ უოტერსი: Pink Floyd-ის აღდგენა საშინელი იდეაა

ნახეთ: როჯერ უოტერსმა კორონავირუსით გარდაცვლილი ჯონ პრაინის Paradise შეასრულა

"სოციალური დისტანცირება საჭირო ბოროტებაა კოვიდიან სამყაროში. Mother-ის მოსმენა მახსენებს, როგორი შეუცვლელი ბედნიერების მოტანა შეუძლია ამ ბენდს", - წერს უოტერსი სოციალურ ქსელში.

Mother საკულტრო ბრიტანული კოლექტივის რიგით მეთერთმეტე ალბომში The Wall შედის, რომელიც გაყიდვაში 1979 წელს ჩაეშვა.

როჯერ უოტერსმა სიდ ბარეტთან, რიჩარდ რაითთან და ნიკ მეისონთან ერთად ჯგუფი Pink Floyd 1965 წელს დააარსა. მუსიკოსმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბენდთან ერთად 15 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთაგან 5 სხვადასხვა დროს ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. განსაკუთრებით წარმატებული 1973 წელს გამოსული The Dark Side of the Moon გამოდგა, რომელმაც Billboard 200-ში რეკორდული დრო, 900-ზე მეტი კვირა დაჰყო.

1984 წელს უოტერსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Pros and Cons of Hitch Hiking გაავრცელა. გრემის მფლობელ მუსიკოსს დღემდე ხუთი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათ შორის ბოლო Igor Stravinsky's The Soldier's Tale 2018 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული