Thumbnail

ემი უაინჰაუსის ფეხსაცმელი და ბონოს ავტოგრაფიანი ბოქს-სეტი აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ცნობილი ირლანდიური ჯგუფის, U2-ს სპეციალური ბოქს-სეტი The Joshua Tree 30th Anniversary ბენდის წევრების ავტოგრაფებით, ბრიტანულ-იამაიკური ლეიბლის Island Records აუქციონზე The One Love 21 მაისს გაიყიდება. შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციების ასოციაციას NHS Charities Together და კომპანია Feeding America-ს გადაეცემა, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარებიან.

აუქციონზე გაიყიდება მუსიკალური ინსტრუმენტი ბანჯოც, რომელზეც ბრიტანული ჯგუფის Mumford & Sons წევრების ავტოგრაფები იქნება დატანილი. მსურველები ასევე შეიძენენ დუეტ Eurythmics-ის კომპოზიციის Sweet Dreams ხელნაწერ ტექსტსა და სხვა ნივთებს.

აუქციონი პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მას ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ბილი პორტერი წაიყვანს.

ემი უაინჰაუსის 38 ზომა ფეხსაცმელი, რომელიც დიზაინერმა ჯონათან კელსიმ შექმნა.

ჯგუფ U2-ს სპეციალური ბოქს-სეტი The Joshua Tree 30th Anniversary ბენდის წევრების ავტოგრაფებით.

Mumford & Sons-ის ბანჯო კოლექტივის წევრების ხელმოწერებით.

დუეტ Eurythmics-ის კომპოზიციის Sweet Dreams ხელნაწერი ტექსტი, რომელიც ენი ლენოქსს ეკუთვნის.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული