Thumbnail

ნახეთ: Kodak Black-ის ახალი ფოტო ციხიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჟურნალისტმა DJ Akademiks-მა ინსტაგრამზე პატიმრობაში მყოფი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, კოდაკ ბლექის ციხეში გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა. მუსიკოსის გარეგნობიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ის საპატიმრო დაწესებულებაში მართლაც არასათანადო პირობებში იმყოფება, რის შესახებაც კოდაკსა და მის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ.

Kodak Black-ს ციხეში შვიდი ბადრაგი ფიზიკურად გაუსწორდა

Kodak Black: ნას, გთხოვ, ჩემთან ითანამშრომლე

Kodak Black ციხიდან ინსტაგრამზე ლაივში ჩაერთო

View this post on Instagram

New pic of #kodakblack surfaces

A post shared by DJ Akademiks (@akademiks) on

ცოტა ხნის წინ მუსიკოსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოდაკი ციხეში შვიდმა ბადრაგმა სასტიკად სცემა. მათივე თქმით, რეპერს ტელეფონი ჩამოართვეს და სტუმრების მიღების უფლებასაც არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ კოდაკ ბლექს 2019 წლის ნოემბერში 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკოსი დამატებით 3-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის. სამართალდამცველები მას დოკუმენტების ფალსიფიცირების გზით ოთხი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაში ადანაშაულებდნენ.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული