Thumbnail

მოუსმინეთ: Einstürzende Neubauten ახალ ალბომს Alles in Allem ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანულმა ექსპერიმენტულმა ჯგუფმა Einstürzende Neubauten ახალი ალბომი Alles in Allem გაავრცელა. 6-წლიანი პაუზის შემდეგ გამოცემული სტუდიური ჩანაწერი 10 კომპოზიციას აერთიანებს.

Einstürzende Neubauten გერმანელმა მუსიკოსმა, ბლიქსა ბარგელდმა დასავლეთ ბერლინში 1980 წელს შექმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Kollaps გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 12 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსების შემოქმედება ინდასტრიალს, ექსპერიმენტულ როკსა და ნოიზს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბლიქსა ბარგელდი 1983-2003 წლებში პოპულარულ ავსტრალიურ ბენდში Nick Cave and the Bad Seeds გიტარისტობასაც ითავსებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული