Thumbnail

ქართული როკ ჯგუფი Mechanical Rainbow ახალ კომპოზიციას Daysleeper ავრცელებს. მუსიკოსებმა სიმღერა თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერეს. ბენდმა ტრეკი ვიდეოსთან ერთად გაავრცელა, რომელშიც ჩილელი რეჟისორის, ალეხანდრო ხოდოროვსკის ფილმიდან "წმინდა მთა" კადრებია გამოყენებული.

მოუსმინეთ: Mechanical Rainbow - Usual Melancholy

მოუსმინეთ: Mechanical Rainbow - Time Of Death

2018 წელს ჩამოყალიბებული ბენდი 5 წევრისგან შედგება: დავით დონაძე (ვოკალი და გიტარა), დავით შავდათუაშვილი (გიტარა), ცოტნე ბაღდავაძე (ბასი), ნინი ბენდიანიშვილი (კლავიში) და გივი ინანიშვილი (დრამი). კოლექტივის მუსიკალური მიმართულება პროგრესივ როკს, ინდი როკსა და ალტერნატიულ როკს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული