Thumbnail

რიანამ ბრიტანეთის უმდიდრესი მუსიკოსების სიაში ელტონ ჯონი და მიკ ჯაგერი ჩამოიტოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალი, რობინ რიანა ფენტი, რომელიც 2019 წელს აშშ-დან ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, გაზეთმა The Sunday Times პირველად შეიყვანა გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში. 32 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა ბრიტანეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი მუსიკოსების ნუსხაში ელტონ ჯონი და მიკ ჯაგერი ჩამოიტოვა და მესამე ადგილი დაიკავა პოლ მაკკარტნისა და ენდრიუ ლოიდ უებერის შემდეგ.

Rihanna ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია

Rihanna: 3-4 შვილს მაინც გავაჩენ, მეყოლება თუ არა საყვარელი ადამიანი

"შეიძლება, ითქვას, რიანამ დაგვიპყრო. გასულ ზაფხულამდე ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა. ახლა კი მას ბრიტანეთში პირველი მილიარდერი მუსიკოსის სტატუსის მოპოვების დიდი შანსი აქვს", - განუცხადა BBC-ის რობერტ უოტსმა, რომელიც ჩამონათვალის შედგენაზე მუშაობდა.

The Sunday Times მდიდარი ადამიანებს სიებს საქმიანობებისა და საზოგადოებრივი სტატუსების მიხედვით ახარისხებს. მუსიკის კატეგორიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

რირი ბოლო წლებია, მუსიკალური მიმართულებით აღარ აქტიურობს. თუმცა, ფლობს კომპანიებს: კოსმეტიკის (Fenty Beauty), ქალის თეთრეულის (Savage X Fenty), აგრეთვე, ტანსაცმლისა და აქსესუარების (Fenty) პოპულარულ ბრენდებს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ახალი რეგეი ალბომი ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა გაევრცელებინა, თუმცა, ნამუშევარმა დღის სინათლე აქამდე ვერ იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული