Thumbnail

თანამედროვე შოუბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მუსიკოსმა, დრეიქმა ყველა დროის ფავორიტი 5 რეპერი დაასახელა. სუპერვარსკვლავმა რჩეული კოლეგები ინსტაგრამზე ერთ-ერთი პოსტის კომენტარების ველში ჩამოთვალა. კანადელის საყვარელ ჰიპ ჰოპ არტისტებს შორის 4 სახელოვანი ემსი: The Notorious B.I.G., Jay-Z, Lil Wayne, Andre 3000 და ერთი ნაკლებად ცნობილი შემსრულებელი Young Tony მოხვდნენ.

მოუსმინეთ: Drake მიქსტეიპს Dark Lane Demo Tapes აქვეყნებს

საზოგადოების გაკვირვება დრეიქის მიერ იანგ ტონის დასახელებამ გამოიწვია, რადგან ის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი შემსრულებელია. "დრიზის" მსგავსად ტონიც კანადელია და ამჟამად ფსევდონიმით Hush Money მოღვაწეობს. ინტერნეტში მის შესახებ ვკითხულობთ, რომ რეპერის ძლიერი მხარე ტექსტებია, რომლის საშუალებითაც "მას ბეთლში კოლეგების განადგურება და მათი კარიერის დასრულებაც კი შეუძლია". ჰაშ მანი ანდერგრაუნდ ჯგუფის Deep Pockets წევრია.

The Notorious B.I.G. - Juicy

Jay-Z - Where I'm From

Lil Wayne - God Bless Amerika

Andre 3000 - Sixteen (Solo)

Yung Tony - Trap A Zoo

კომენტარები

ბოლოს დამატებული