Thumbnail

გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში გარდაცვლილი 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, სადებიუტო ალბომი 12 ივნისს გავრცელდება. ეს ინფორმაცია ბრუკლინელი რეპერის ლეიბლის Victor Victor დამფუძნებელმა, სტივენ ვიქტორმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა. ფოფ სმოუქის სტუდიური ჩანაწერის სახელწოდება და მასში მონაწილე არტისტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახალი კლიპი Shake The Room გავრცელდა

50 Cent: გადავწყვიტე, Pop Smoke-ის ალბომი დავასრულო

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

View this post on Instagram

June 12 2020

A post shared by Steven VICTOR (@stevenvictor) on

ფოფ სმოუქი, რომელიც ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ, ჰოლივუდ ჰილზზე საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული