Thumbnail

გერმანული ჯგუფი Kraków Loves Adana ახალ კომპოზიციას The Ocean Between Us და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეხუთე ალბომში Darkest Dreams იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გამოიცემა.

Kraków Loves Adana გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2006 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ დუეტმა სადებიუტო ალბომი Beauty გაავრცელა. არტისტებს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 2019 წელს ჯგუფმა ცნობილი პროექტის Chromatics დამაარსებლის, ჯონი ჯიუელის ლეიბლთან Italians Do It Better გააფორმა კონტრაქტი. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკს, დარქვეივსა და ელექტრონულ დრიმ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული