Thumbnail

მოუსმინეთ: Charli XCX ახალ ალბომს How I'm Feeling Now ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩაწერილ ახალ ალბომს How I'm Feeling Now ავრცელებს. მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიური ნამუშევარი 11 კომპოზიციას აერთიანებს.

ნახეთ: Charli XCX კლიპს Claws ავრცელებს

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა. ჩარლიმ კარიერის განმავლობაში გრემის ნომინაცია ორჯერ მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული