Thumbnail

ტეკაში სიქსნაინმა იუთუბზე კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ციხიდან ახლახან გათავისუფლებულმა პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა იუთუბზე კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. ის პირველი ამერიკელი მუსიკოსი გახდა, რომლის კომპოზიციაზე GOOBA გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 100 მილიონი ნახვა უმოკლეს დროში, 71 საათში დააგროვა. ამით შემსრულებელმა პოპვარსკვლავების, არიანა გრანდესა და ტეილორ სვიფტის მიღწევები გააუმჯობესა.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ემინემის რეკორდი მოხსნა

ტეკაში სიქსნაინმა განმარტა, რატომ ამხილა კრიმინალური დაჯგუფების წევრები

ტეკაში სიქსნაინის მიერ ბავშვებისთვის გადარიცხული $200 000 ფონდმა არ მიიღო

აღსანიშნავია, რომ 8 მაისს გავრცელებული კომპოზიცია GOOBA პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

წარმოშობით მექსიკელმა ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული