Thumbnail

ნახეთ: Iggy Pop-მა 2016 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, იგი პოპმა 2016 წლის 13 მაისს ლონდონში გამართული კონცერტიდან 4 წლის თავზე ღონისძიების სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. რიგით მე-17 ალბომის Post Pop Depression მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ივენთზე არტისტმა თითქმის 2 საათის განმავლობაში 22 კომპოზიცია შეასრულა. სცენაზე, მისი ბენდის გარდა, ცნობილი ჯგუფების Queens of the Stone Age და Arctic Monkeys წევრები, ჯოშ ჰომე და მეთ ჰელდერსი უკრავდნენ.

ნახეთ: ჯეინ ბირკინმა და იგი პოპმა ფელონის შოუში კომპოზიცია Elisa შეასრულეს

ნახეთ: Iggy Pop-მა კომპოზიციაზე We Are The People კლიპი გადაიღო

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Passenger, Lust For Life და Candy.

კომენტარები

ბოლოს დამატებული