Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ჯონი მიტჩელის კომპოზიცია A Case of You ონლაინ შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელი მუსიკოსი, ჯეიმს ბლეიკი ჯეიმს კორდენის ღამის შოუში ონლაინ ჩაერთო და კანადელი არტისტის, ჯონი მიტჩელის კომპოზიცია A Case of You შეასრულა. ტრეკის ორიგინალი ვერსია მიტჩელის რიგით მეოთხე ალბომში Blue არის წარმოდგენილი, რომელიც 1971 წელს გამოიცა.

ნახეთ: James Blake - You're Too Precious

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა რეი ჩარლზის Georgia on My Mind შეასრულა

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტი გამართა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული