Thumbnail

ბრიტანულ-ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Pretenders ახალი კომპოზიცია Turf Accountant Daddy და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში საარქივო კადრებია გამოყენებული. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეთერთმეტე ალბომში Hate for Sale შევა, რომელიც 17 ივლისს გამოიცემა.

ნახეთ: The Pretenders კომპოზიციაზე The Buzz გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მოუსმინეთ: The Pretenders - You Can’t Hurt A Fool

The Pretenders ქალაქ ჰერეფორდში 1978 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. ბენდს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არსებობის განმავლობაში კოლექტივის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. ჯგუფის ერთადერთი მუდმივი წევრი კრისი ჰინდია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული