Thumbnail

ნახეთ: Westside Gunn-მა ტრეკებზე Euro Step და No Vacancy კლიპი გადაიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელმა რეპერმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, კომპოზიციების Euro Step და No Vacancy საერთო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. პირველი ტრეკის პროდიუსერი Conductor Williams გახლავთ, ჩანაწერის No Vacancy ინსტრუმენტალი კი ლეგენდარული ჯგუფის Cypress Hill წევრს, DJ Muggs-ს ეკუთვნის. ნამუშევრები ვესთსაიდის 2020 წლის ალბომის Pray For Paris სინგლებია.

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Pray For Paris ავრცელებს

ნახეთ: Royce Da 5'9" და Westside Gunn კლიპს Overcomer ავრცელებენ

2020 წელს Westside Gunn და Madlib ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული