Thumbnail

ნახეთ: Cage the Elephant-მა კომპოზიციაზე Black Madonna გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა როკ ჯგუფმა Cage the Elephant კომპოზიციაზე Black Madonna გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის რიგით მეხუთე ალბომში Social Cues შედის, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის 19 აპრილს ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლზე მუშაობისას არტისტებმა კომპიუტერული პროგრამა Zoom გამოიყენეს, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მილიონობით მომხმარებელი გამოუჩნდა.

Cage the Elephant 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი მუსიკოსებმა 2008 წელს გამოსცეს. ჩანაწერმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ბენდს გრემის ჯილდო ერთხელ აქვს მოპოვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული