Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters საკონცერტო ფილმს Skin and Bones ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters საკონცერტო ფილმი Skin and Bones გაავრცელა. ღონისძიება 2006 წლის 29-31 აგვისტოს ლოს ანჯელესში, Pantages Theatre-ში გაიმართა. ბენდის რიგით მეხუთე ალბომის In Your Honor მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ აკუსტიკურ ლაივებზე მუსიკოსებმა 21 კომპოზიცია შეასრულეს.

ნახეთ: Foo Fighters-მა 2006 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული