Thumbnail

ნახეთ: ისრაელის ელჩი საქართველოში KayaKata-ს ჰიტს Polo Palace მღერის

ისრაელის ელჩი საქართველოში, რენ გიდორი ფეისბუქზე სახალისო ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ცნობილი ქართული ჰიპ ჰოპ პროექტის, KayaKata-ს ჰიტს Polo Palace ღიღინებს. თვითიზოლაციაში მყოფი დიპლომატის გარდა, მაყურებელი კადრებში პიანისტ სანდრო გეგეჭკორს იხილავს.

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata კომპოზიცია Polo Palace შეასრულა

"არ დავკარგოთ ხალისი იზოლაციის დარჩენილი "ორი-სამი" კვირის განმავლობაში 😊
დიდი მადლობა უნიჭიერეს სანდრო გეგეჭკორს, რომ შემოუერთდა ჩემს სახუმარო ვიდეოს ❤. და ასევე მოხარული ვარ, რომ გავეცანი ახალგაზრდა არტისტების, KayaKata-ს შემოქმედებას", - აღნიშნავს ისრაელის ელჩი ვიდეოს აღწერაში.

არ დავკარგოთ ხალისი იზოლაციის დარჩენილი „ორი-სამი“ კვირის განმავლობაში😊 დიდი მადლობა უნიჭიერეს Sandro Gegechkor-ს რომ შემოუერთდა ჩემს სახუმარო ვიდეოს ❤ და ასევე მოხარული ვარ, რომ გავეცანი ახალგაზრდა არტისტების KayaKata-ს შემოქმედებას

Posted by Ran Gidor on პარასკევი, 08 მაისი, 2020

Polo Palace "კაიაკატას" სადებიუტო ალბომში "სადაა" არის წარმოდგენილი, რომელიც აგვისტოში გამოიცა. კომპოზიციამ იუთუბზე 7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

რეცენზია: KayaKata - სადაა

კომენტარები

ბოლოს დამატებული