Thumbnail

Freddie Gibbs: ქენდრიქ ლამარი და ბლექ თოთი დღეს საუკეთესო რეპერები არიან

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა, მედლიბმა და ინდიანელმა რეპერმა, ფრედი გიბსმა, პროექტით MadGibbs, ნიუ იორკში, ქუინსში The Diamond Mine-ის სესიაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ალბომ Bandana-ს კომპოზიციები პიანისტ ლიონ მაიქელსის ბენდთან El Michels Affair ერთად შეასრულეს, რომელმაც "მედგიბსს" აკომპანემენტი აგრეთვე გადაცემაში Tiny Desk Concert გაუწია. ლაივის ჩანაწერის ხილვა პლატფორმაზე Amazon Music არის შესაძლებელი, იუთუბზე კი კადრს მიღმა გადაღებული მასალა გავრცელდა.

2020 წელს Westside Gunn და Madlib ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

Madlib: მე, ქანიემ და ქენდრიქმა 40-მდე ტრეკზე ვითანამშრომლეთ

სესიის მიმდინარეობისას, ინდიანელ რეპერს გამოცემა Complex-ის ჟურნალისტი გაესაუბრა.

"მე და მედლიბი სულ ვმუშაობთ. მთავარია, ის როდის ჩათვლის საჭიროდ, რომ ალბომი გამოვაქვეყნოთ. უამრავი ერთობლივი ჩანაწერი გვაქვს და თუ "მედგიბსის" შემოქმედების მიმართ მოთხოვნა არ განელდება, შეგვიძლია, ასობით ალბომზე ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ფრედიმ.

ფრედი გიბსი: მედლიბთან ერთად ახალ მუსიკაზე მუდმივად ვმუშაობ

რეპერმა აგრეთვე მედლიბის კიდევ ერთი ჰიპ ჰოპ დუეტის, Madvillain-ის წევრ MF Doom-თან მის შედარებაზე გააკეთა კომენტარი:

Freddie Gibbs: მე MF Doom-ზე უკეთ ვრეპავ

"2014 წელს მე და მედლიბმა პირველი ალბომი Piñata ჩავწერეთ. მაშინ ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო. როდესაც უკვე მეორე სტუდიურ ნამუშევარზე დავიწყეთ თანამშრომლობა, დუმთან შედარებამ ძალიან გამაღიზიანა. ვბრაზდები, როდესაც ამბობენ, რომ მედლიბმა და მან უკეთესი ალბომი Madvillainy ჩაწერეს. თავს ვირწმუნებდი, რომ დუმზე უკეთ გარეპვა შემეძლო. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ მას ვჯობდი, თანაც ისე, რომ ინდივიდუალურობა არ დამეკარგა. ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ. როდესაც მეტყვი, რომ კონკრეტული რეპერი მჯობია, საპირისპიროს დაგიმტკიცებ".

ინტერვიუში ინდიანელმა არტისტმა რჩეულ კოლეგებად ქენდრიქ ლამარი და ბლექ თოთი დაასახელა:

"დღეს ქენდრიქ ლამარი საუკეთესოა. ის ერთადერთია, რომელსაც გამოწვევად აღვიქვამ. არიან სხვა კარგი არტისტებიც, მაგრამ ქენდრიქსა და ბლექ თოთს ჩემი მებრძოლი ხასიათი გამოწვევად თვლის. ისინი დღეს ყველაზე კარგი რეპერები არიან, წერტილი. მე თავს არავის ვადარებ. მათ, უბრალოდ, ვაკვირდები. ისინი ტექნიკურად სრულყოფილად რეპავენ. ჩემ გარდა, მათსავით გარეპვა არავის ეხერხება".

მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Education Ft. Yasiin Bey & Black Thought

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების დისკოგრაფია ოთხ EP-სა და ალბომებს Pinata და Bandana აერთიანებს. 2014 წლის ნამუშევარმა Pinata თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. ჩანაწერი Bandana კოლექტივმა, ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2019 წლის ივნისში გაავრცელა, რომელმაც "მედგიბსს" კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული