Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, პოლ უელერი ახალ კომპოზიციას Village და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მეთხუთმეტე ალბომში On Sunset იქნება წარმოდგენილი, რომელიც 19 ივნისს გამოიცემა.

პოლ უელერს პოპულარობა 1972 წელს ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა The Jam მოუტანა. არტისტი ბენდში 1972-82 წლებში უკრავდა. 1983-ში მან კოლექტივი The Style Council შექმნა, რომელმაც 6 წელს იარსება. 1991 წელს კი მუსიკოსმა სოლო კარიერა დაიწყო. უელერს ამ დრომდე 14 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული