Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსის, მეინარდ ჯეიმს კინანის პროექტი Puscifer ახალ კომპოზიციას Apocalyptical და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე გამოიცემა.

Puscifer ცნობილი ჯგუფების Tool და A Perfect Circle ფრონტმენის, მეინარდ ჯეიმს კინანის სოლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც არტისტი ალბომებზე სხვადასხვა მოწვეულ მუსიკოსებთან ერთად მუშაობს. 2007 წელს მან პირველი ჩანაწერი "V" Is for Vagina გაავრცელა. Puscifer-ს ამ დრომდე სამი სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული