Thumbnail

ნახეთ: მეთიუ ბელამიმ ახალი სოლო სიმღერა Tomorrow’s World გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Muse-ის ფრონტმენმა, მეთიუ ბელამიმ სოლო სიმღერა Tomorrow’s World და მასზე შექმნილი ტექსტური ვიდეო გაავრცელა. მუსიკოსმა კომპოზიციაზე კარანტინის პირობებში იმუშავა. არტისტის თქმით, ტრეკის დასახელება BBC-ის სატელევიზიო სერიალიდან Tomorrow's World ისესხა. მისივე განმარტებით, ნამუშევარი იმ განცდებს გამოხატავს, რაც მას თვითიზოლაციაში ყოფნისას დაეუფლა.

მეთიუ ბელამიმ კარიერა 1991 წელს დაიწყო. პოპულარობა მან ჯგუფ Muse-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად მან 20 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა და გრემის პრესტიჟული ჯილდოს ორჯერ მოპოვებაც მოახერხა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული