Thumbnail

Guns N' Roses საბავშვო წიგნს Sweet Child O’ Mine გამოსცემს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი Guns N' Roses პირველ სექტემბერს საბავშვო წიგნს Sweet Child O’ Mine გამოსცემს. მასზე ბენდმა მწერალ ჯეიმს პატერსონთან ერთად იმუშავა. ილუსტრაციების ავტორი კი ჯენიფერ ზივიონი გახლავთ. ნამუშევარი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპოზიციის ტექსტით იწყება, ორი გოგონას, მაია და ნატალია როუზების თავგადასავალს მოგვითხრობს. კოლექტივმა სოციალურ ქსელში პრომო ვიდეოც ატვირთა.

Guns N' Roses-ის ჰიტმა Sweet Child o' Mine იუთუბზე რეკორდი დაამყარა

მაია და ნატალია რეალურად ჯგუფის მენეჯერის, ფერნანდო ლებეისის შვილი და დისშვილი არიან. ისინი ბავშვობაში ბენდთან ერთად ტურნეებში ხშირად მოგზაურობდნენ.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული