Thumbnail

Lil Xan: ფსევდონიმს ვიცვლი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

23 წლის კალიფორნიელმა რეპერმა, ნიკოლას დიეგო ლიანოსმა, იგივე Lil Xan-მა ფსევდონიმი შეიცვალა. ის ამიერიდან ნამუშევრებს Diego-ს სახელით გაავრცელებს. მუსიკოსმა განცხადება ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.

► Lil Xan კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პანიკური შეტევით საავადმყოფოში მოხვდა

"ვბრუნდები იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ოფიციალურად ვიცვლი ფსევდონიმს და დიეგოს ვირქმევ. ყველაფერი ძველი დავტოვოთ წარსულში. სურათსაც გამოვცვლი, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო და ჩემი თავი ხელახლა შევქმნა", - წერს რეპერი ინსტაგრამის გვერდზე.

ფსევდონიმის შეცვლის სურვილი მუსიკოსმა პირველად 2018 წელს გამოთქვა. მისი თქმით, აღარ სურდა, ნარკოტიკებთან ყოფილიყო ასოცირებული და უნდოდა, ყველასთვის სამაგალითო გამხდარიყო.

ნიკოლას დიეგო ლიანოსმა მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Betrayed მოუტანა, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსს ამ დროისთვის ერთი სტუდიური ალბომი Total Xanarchy აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: Diplo, 2 Chainz, Charli XCX და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული