Thumbnail

Madonna-მ გაამხილა, კონკრეტულად როდის იყო ინფიცირებული კორონავირუსით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ სისხლში COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა, ინსტაგრამზე გაამხილა, კონკრეტულად როდის იყო ინფიცირებული კორონავირუსით.

Madonna-ს სისხლში COVID-19-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა

"ახლა ავად არ ვარ. როცა ანტისხეულების ტესტი დადებით შედეგს გიჩვენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გადატანილი გაქვს. ტურნეს მიწურულს, დაახლოებით შვიდი კვირის წინ პარიზში ყოფნისას, მე და ჩემი შოუს მონაწილე ბევრი არტისტი გავხდით ავად. მაშინ ყველას გვეგონა, რომ გრიპის რთული ფორმა გვქონდა. მადლობა ღმერთს, ახლა ყველა ჯანმრთელად და კარგად ვართ", - წერს 61 წლის არტისტი.

აღსანიშნავია, რომ მადონამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექნის მხარდამჭერ ფონდში 1,1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

"მადლობელი ვარ, რომ შემიძლია, მხარი დავუჭირო კვლევას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალების აღმოჩენას ისახავს მიზნად", - განაცხადა მუსიკოსმა.

მადონას თავისი მსოფლიო ტურნეს Madame X დროზე ადრე დასრულება მას შემდეგ მოუხდა, რაც საფრანგეთმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მასობრივი შეკრებები აკრძალა. ამ დროს მუსიკოსს უკვე ჩატარებული ჰქონდა რამდენიმე კონცერტი პარიზში.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული