Thumbnail

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი - მზის უკან რო სუპერმარკეტია, მანდ იყიდება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრმა, ზურა ჯიშკარიანმა ახალი კომპოზიცია "მზის უკან რო სუპერმარკეტია, მანდ იყიდება" გაავრცელა. მუსიკოსმა აკუსტიკური ნამუშევარი მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაწერა.

მოუსმინეთ: Bobby Kensei x Turbo_ia x Dilla - Shy Girl

ზურა ჯიშკარიანის 5 საყვარელი სიმღერა

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული მუსიკოსი, მწერალი, პოეტი და პერფორმერია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე არტისტი პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული