Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Weezer ახალი კომპოზიცია Hero და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეთოთხმეტე ალბომში Van Weezer იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო მისი გამოშვება გადაიდო.

ნახეთ: Weezer-ის ახალი კლიპი, რომელშიც მსახიობი ადამ დევაინი მონაწილეობს

ნახეთ: Weezer-ის მიერ Nirvana-ს ჰიტის Lithium შესრულებამ დეივ გროლი აატირა

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 13 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული