Thumbnail

გრაიმსმა მისი და ილონ მასკის შვილის სახელი X Æ A-12 განმარტა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელ მუსიკოს გრაიმსსა და ამერიკული კორპორაციის, SpaceX-ის დამფუძნებელსა და კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს ახლახან პირველი საერთო შვილი X Æ A-12 შეეძინათ. საზოგადოების ყურადღება ბავშვის უცნაურმა სახელმა მიიქცია, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში მისი მნიშვნელობის ძიება დაიწყეს. მოგვიანებით არტისტს სახელის განმარტება მოუხდა.

ნახეთ: გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილს X Æ A-12 დაარქვეს

"X აღნიშნავს უცნობ ცვლადს.
Æ - მე სწორედ ასე ელფურად ვწერ AI-ს, რაც ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.
A-12 კი ჩვენი ფავორიტი სადაზვერვო ხომალდია, SR-17-ის წინამორბედი. არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა და ძალადობა, მხოლოდ სიჩქარე.
A აგრეთვე გამოხატავს Archangel-ს, ეს ჩემი საყვარელი სიმღერის სახელია", - წერს გრაიმსი ტვიტერის გვერდზე.

მსმენელთა ვარაუდით, გრაიმსი ბრიტანელი ელექტრონული არტისტის, Burial-ის კომპოზიციას Archangel გულისხმობდა.

გრაიმსისა და ილონ მასკის ბიჭუნა 4 მაისს დაიბადა. მათ ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. წყვილი პირველად ერთად, ამავე წელს, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენაზე "მეთ გალა" გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული