Thumbnail

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა Dirty Projectors ახალი კომპოზიცია Lose Your Love და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Flight Tower შევა, რომელიც 26 ივნისს გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ ბენდი დეკემბერში 5 EP-ისგან შემდგარი ბოქს-სეტის გამოშვებას გეგმავს.

მოუსმინეთ: Dirty Projectors-მა ჯონ ლენონის კომპოზიცია Isolation დააქავერა

ნახეთ: Dirty Projectors - Overlord

Dirty Projectors დევიდ ლონგსთრეთმა 2002 წელს ჩამოაყალიბა. ერთ წელიწადში მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი The Glad Fact გაავრცელეს. ჯგუფის შემადგენლობა წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. კოლექტივს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული