Thumbnail

ნახეთ: გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილს X Æ A-12 დაარქვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული კორპორაციის, SpaceX-ის დამფუძნებელსა და კომპანია Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკსა და კანადელ მუსიკოსს, გრაიმსს პირველი შვილი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია მასკმა ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

"დედა და ბავშვი არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს", - წერს ილონი სოციალურ ქსელში.

მასკმა და გრაიმსმა ბიჭუნას X Æ A-12 დაარქვეს. მათ ინტერნეტმომხმარებლების თხოვნის შემდეგ ჩვილის ფოტოებიც გამოაქვეყნეს, თუმცა, არ განუმარტავთ, რას ნიშნავს მისი სახელი.

გრაიმსმა და მასკმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. ისინი პირველად ერთად, ამავე წელს, მოდისა და თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ გამოფენაზე "მეთ გალა" გამოჩნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული