Thumbnail

მოუსმინეთ: Chris Brown და Young Thug მიქსტეიპს Slime & B ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული მუსიკოსები, არენბი შემსრულებელი, კრის ბრაუნი და ატლანტელი რეპერი Young Thug კოლაბორაციულ მიქსტეიპს Slime & B ავრცელებენ. ნამუშევარი 13 ტრეკს აერთიანებს. ჩანაწერში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Future, Gunna, Lil Duke და სხვები.

მოუსმინეთ: T-Pain - Wake Up Dead Ft. Chris Brown

მოუსმინეთ: Chance The Rapper x Lil Wayne x Young Thug - IG Song 8

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა ორი წლის წინ, მიქსტეიპზე მუშაობის დაწყებამდე, აგრეთვე კომპოზიციაზე High End ითანამშრომლეს.

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Turn Up the Music, With You და Loyal მოუტანა.

იანგ თაგმა კი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული