Thumbnail

French Montana: ჰიტების რაოდენობით მხოლოდ ორ რეპერს ვერ ვაჯობებ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა რადიოსადგურის 92.3 გადაცემის The Bassment სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას, ამბიციური განცხადებებით გამორჩეულმა მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ჰიტების რაოდენობით მხოლოდ ორი რეპერის დამარცხებას ვერ შეძლებს.

French Montana: შემიძლია, ქენდრიქ ლამარი დავჩრდილო

"ასეთი ტიპის შეჯიბრში ნებისმიერი კოლეგის წინააღმდეგ წასვლა შემიძლია. ვფიქრობ, ჩემზე მეტი ჰიტი მხოლოდ დრეიქსა და ჯეი ზის აქვთ. ჟანრში ისეთი გიგანტები არიან, მაგალითად, სნუპი და დრე, მათ პატივს ვცემ, მაგრამ, დრეიქისა და ჯეი ზის გარდა, ვისაც გინდათ, შემაჯიბრეთ. შეიძლება, დავმარცხდე კიდეც, მაგრამ ამის არ მეშინია. მთავარია, საკუთარი თავის მჯეროდეს", - განაცხადა მონტანამ.

აღსანიშნავია, რომ რეპერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჰიტების რაოდენობით ქენდრიქ ლამარის დაჩრდილვა შეუძლია.

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული