Thumbnail

The National-მა Primavera-ზე გამართული კიდევ ერთი კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National 2014 წელს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, ფესტივალ Primavera Sound-ზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა. ღონისძიებაზე, რომელიც რიგით მეექვსე ალბომის Trouble Will Find Me მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში გამართა, ბენდმა სულ 20 კომპოზიცია შეასრულა.

ნახეთ: The National მორიგ საკონცერტო ფილმს Guilty Party: Basilica Hudson ავრცელებს

ნახეთ: The National ფესტივალ Primavera-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ყოველ ორშაბათს წარსულში გამართული კონცერტების ჩანაწერებსა და აქამდე უცნობ ვიდეომასალას აქვეყნებს.

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული