Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა გამოუქვეყნებელი სიმღერის Eh La აკუსტიკური ვერსია შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ლიამ გალაჰერმა თავისი აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციის Eh La აკუსტიკური ვერსია გაავრცელა. ვიდეო სტუდიაშია გადაღებული.

მოუსმინეთ: Oasis-ის აქამდე უცნობი სიმღერის Don’t Stop... დემო ჩანაწერი

ლიამ გალაჰერი: მე და ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ

ლიამ გალაჰერმა 2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს კი არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული