Thumbnail

BTS-ის ჯონგუქის ნამუშევარმა Never Not ტვიტერზე რამდენიმე რეკორდი დაამყარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრმა, ჯონგუქმა ამერიკელი მუსიკოსის, Lauv-ის კომპილაციურ ნამუშევარში I Met You When I Was 18 (The Playlist) შესული კომპოზიცია Never Not დააქავერა. 23 წლის არტისტმა საძინებელ ოთახში გადაღებული ვიდეო ჯგუფის ტვიტერის გვერდზე განათავსა. 2 მაისს გავრცელებულ პოსტს ამ მომენტისთვის 19,5 მილიონი ნახვა, 2,2 მილიონი მოწონება, 600 ათასამდე კომენტარი და 941 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

ნახეთ: BTS-ზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის Break The Silence თრეილერი

BTS-ის შუგამ, პირდაპირ ეთერში ხატვისას, ჯგუფის მომავალ ალბომზე ისაუბრა

"რა სიგიჟეა. მიყვარხარ", - გამოეხმაურა ჯონგუქის ნამუშევარს Lauv.

ვიდეომ ტვიტერზე არაერთი რეკორდი დაამყარა. World Music Awards-ის ინფორმაციით, პოსტმა სოციალური ქსელის ისტორიაში ყველაზე მეტი კომენტარი დააგროვა, აგრეთვე, ის 2020 წელს ყველაზე მეტჯერ გააზიარეს. ამასთან, მან ყველაზე სწრაფად მიაღწია 1 მლნ და 10 მლნ ნახვებს.

აღსანიშნავია, რომ Lauv-ის სადებიუტო სტუდიურ ალბომში How I'm Feeling ჯონგუქთან და "ბითიესის" კიდევ ერთ წევრთან, ჯიმინთან თანამშრომლობით ჩაწერილი კომპოზიცია Who არის წარმოდგენილი. მანამდე კი ამერიკელმა მუსიკოსმა ჯგუფის ტრეკის Make It Right რემიქს ვერსიაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული