Thumbnail

ნახეთ: Charli XCX კლიპს Claws ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX ახალ კომპოზიციაზე Claws გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი რეჟისორიც თავადაა. კლიპის Forever შემდეგ, ეს რიგით მეორე ვიზუალური ნამუშევარია, რომელიც არტისტმა კარანტინის პირობებში შექმნა. სიმღერა მუსიკოსის მომავალ ალბომში How I'm Feeling Now იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 მაისს ჩაეშვება. ჩარლი სტუდიურ ჩანაწერზე თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში მუშაობს.

მოუსმინეთ: Charli XCX თვითიზოლაციაში დაწერილ სიმღერას Forever ავრცელებს

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული