Thumbnail

გერმანულმა ექსპერიმენტულმა ჯგუფმა Einstürzende Neubauten ახალი კომპოზიცია Alles in Allem და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ, ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 მაისს ჩაეშვება.

ნახეთ: Einstürzende Neubauten კლიპს Ten Grand Goldie ავრცელებს

Einstürzende Neubauten გერმანელმა ავანგარდ მუსიკოსმა, ბლიქსა ბარგელდმა დასავლეთ ბერლინში 1980 წელს შექმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Kollaps გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსების შემოქმედება ინდასტრიალს, ექსპერიმენტულ როკსა და ნოიზს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბლიქსა ბარგელდი 1983-2003 წლებში პოპულარულ ავსტრალიურ ბენდში Nick Cave and the Bad Seeds გიტარისტობასაც ითავსებდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული