Thumbnail

ნახეთ: Shaggy-მ კომპოზიციის It Wasn’t Me განახლებული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იამაიკელმა რეგეი არტისტმა, შაგიმ თავისი ცნობილი კომპოზიციის It Wasn’t Me განახლებული ვერსია და მასზე შექმნილი ტექსტური ვიდეო გაავრცელა. ტრეკს ის ბარბადოსელ მუსიკოს Rayvon-თან ერთად ასრულებს. ნამუშევარი შაგის ჩანაწერში Hot Shot 2020 იქნება წარმოდგენილი, რომელიც მისი ალბომის Hot Shot ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცემა.

Shaggy: რიანასთან ერთად რომ მემღერა, კასტინგის გავლა მომთხოვეს

ორვილ რიჩარდ ბარელმა, სასცენო სახელით Shaggy, შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში მან სადებიუტო ალბომი Pure Pleasure გაავრცელა. მუსიკოსმა განსაკუთრებული პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა. მისმა ალბომმა Hot Shot ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. ორი გრემის მფლობელ არტისტს ისეთი ჰიტები ეკუთვნის, როგორებიცაა: Angel, Hey Sexy Lady, Boombastic, It Wasn't Me და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული