Thumbnail

შოტლანდიურმა პოსტ როკ ჯგუფმა Mogwai ახალი კომპოზიცია Visit Me გაავრცელა. ჩანაწერი იტალიური სერიალის ZeroZeroZero ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. სინგლის გაყიდვებიდან შემოსული თანხით კოლექტივის წევრები კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ მუსიკოსებსა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს დაეხმარებიან.

ნახეთ: Mogwai-მ Tbilisi Open Air-ზე კომპოზიცია I'm Jim Morrison, I'm Dead შეასრულა

პოსტ როკ ჯგუფი Mogwai 1995 წელს გლაზგოში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება ბენდს კომპოზიციამ Take Me Somewhere Nice მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არტისტები გასულ წელს საქართველოსაც ესტუმრნენ, კოლექტივი Tbilisi Open Air 2019-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული