Thumbnail
ფოტო: იკა ხარგელია

ქართველმა მუსიკოსმა Creams ბრიტანულ ლეიბლთან AWAL კონტრაქტი გააფორმა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ცნობილ ბრიტანულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან AWAL კონტრაქტი გააფორმა. მუსიკოსი სადებიუტო ალბომს წლის ბოლომდე სწორედ ამ ლეიბლზე გამოსცემს. ხელშეკრულება, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კიდევ ორი ნამუშევრის ჩაწერას ითვალისწინებს. არტისტს AWAL-ის ერთ-ერთი სკაუტი ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდა.

ნახეთ: Creams-მა Mutant Radio-ში ხუთი ახალი სიმღერა შეასრულა

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ლეიბლზე ალბომები ისეთ ცნობილ მუსიკოსებს აქვთ გამოცემული, როგორებიც არიან: ტომ იორკი, ნიკ ქეივი, Moby, De La Soul, Little Simz და სხვა.

ნათიამ მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2012 წლიდან ის ჯგუფ Otherside-თან თანამშრომლობდა, რომელსაც შემდგომში Postotto ეწოდა. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში არტისტმა არაერთ ჟანრში, მათ შორის ტრიპ ჰოპში, ჯაზსა და ჰიპ ჰოპში მოსინჯა ძალები. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან", - ასე აღწერს შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული