Thumbnail

ბელარუსული პოსტ პანკ ჯგუფი Dlina Volny ახალ კომპოზიციას I'm Not Allowed და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ეს უკვე მეორე სინგლია, რომელიც ბენდმა ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტისა და ცნობილი პროექტის Chromatics დამაარსებლის, ჯონი ჯიუელის ლეიბლზე Italians Do It Better გამოსცეს.

Dlina Volny ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 2016 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Mechty გაავრცელა. 2020 წელს კოლექტივმა კონტრაქტი ლეიბლთან Italians Do It Better გააფორმა. მუსიკოსების შემოქმედება პოსტ პანკს, ნიუ ვეივსა და სინთპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული