Thumbnail

მოუსმინეთ: Oasis-ის აქამდე უცნობი სიმღერის Don’t Stop... დემო ჩანაწერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა თავისი ყოფილი ჯგუფის, Oasis-ის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერის Don’t Stop... დემო ჩანაწერი გაავრცელა. არტისტის თქმით, მან ნამუშევარი თავის სახლში, ერთ-ერთ დისკზე იპოვა. ტრეკი, რომლის ვოკალის პარტიასაც ნოელი ასრულებს, სავარაუდოდ, 2009 წელს ჰონგ კონგში ე.წ. საუნდჩეკის დროსაა ჩაწერილი. კოლექტივს ამ კომპოზიციაზე სტუდიაში არ უმუშავია.

ლიამ გალაჰერი: მე და ნოელი უკვე 10 წელია, თვითიზოლაციაში ვართ

ნოელ გალაჰერი: Oasis-ის წევრები მუსიკაში ზედმეტად კონსერვატიულები იყვნენ

ჩანაწერს გამოეხმაურა ჯგუფ "ოაზისის" კიდევ ერთი წევრი, ნოელის ძმა, ლიამი.

"ამ აუდიოს რაღაც აკლია. ეს შენი ძმაა. არ დაივიწყო ხოლმე საკუთარი ძმა, ნოელ. თუ კიდევ გადაწყვეტ ჯგუფის სიმღერების დემო ჩანაწერების დადებას, დარწმუნდი, რომ იმ კომპოზიციაში მე ვმღერი. სხვანაირად გამოქვეყნებას აზრი არ აქვს", - წერს ლიამი ტვიტერზე.

ლიამმა და ნოელმა ჯგუფი "ოაზისი" 1991 წელს შექმნეს. ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი, ძმებს შორის კონფლიქტის გამო, 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული