Thumbnail

ნახეთ: 50 Cent-ს ჰკითხეს, ერთი პირბადე რომ ჰქონდეს, ემინემს მისცემდა თუ დრეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ქუინსელი რეპერი, კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent, ცნობილი რადიოწამყვანის, ბიგ ბოის გადაცემის 'Gimme 5' სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას, ნიუ იორკელს ჰკითხეს, ერთი პირბადე რომ ჰქონდეს, რომელ მუსიკოსს მისცემდა, Eminem-ს თუ Dr.Dre-ს.

ნახეთ: 50 Cent-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

► Eminem: რთულ მომენტებში 50 Cent მუდამ მხარში მედგა

მოუსმინეთ: 50 Cent - Could've Been You Ft. Dr. Dre & R. Kelly

Big Boi: წარმოიდგინე, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში და მხოლოდ ერთი პირბადე გაქვს. გადასარჩენი კი ორი ადამიანია, დოქტორ დრე და ემინემი. რომელ მათგანს დაეხმარებოდი?

50 Cent: უხერხული კითხვაა. მაგ პირბადეს ემინემს მივცემდი. დოქტორ დრეს კი საკუთარს დავუთმობდი", - უპასუხა კურტისმა.

50 Cent-ის წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი სწორედ ემინემსა და დოქტორ დრეს მიუძღვით. კურტისმა დეტროიტელის ყურადღება 2002 წელს გავრცელებული კომპილაციური ნამუშევრით Guess Who's Back? მიიქცია. შემდეგ კი საქმეში "ექიმიც" ჩაერთო, რომელიც ქუინსელის ბრილიანტის სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომის Get Rich Or Die Tryin' პროდიუსერად მოგვევლინა. კოლეგები წლების განმავლობაში ლეიბლში Interscope Records წევრიანდებოდნენ. მათ არაერთ წარმატებულ ნამუშევარზე ითანამშრომლეს. თუმცა, სამივე რეპერის მონაწილეობით მხოლოდ ერთი კომპოზიცია Crack A Bottle გამოიცა. ტრეკი ემინემის 2009 წლის ალბომში Relapse შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული