Thumbnail

მოუსმინეთ: Scorpions ახალ კომპოზიციას Sign of Hope ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა გერმანულმა ჯგუფმა Scorpions ახალი კომპოზიცია Sign of Hope გაავრცელა. კოლექტივის ვოკალისტის, კლაუს მაინეს თქმით, მუსიკოსებმა ბალადა თვითიზოლაციაში მყოფი მსმენელებისთვის ჩაწერეს. სინგლი, სავარაუდოდ, ბენდის რიგით მეცხრამეტე ალბომში შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

Scorpions გერმანელმა მუსიკოსმა, რუდოლფ შენკერმა ქალაქ ჰანოვერში 1965 წელს შექმნა. 1972 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Lonesome Crow გამოუშვეს. კოლექტივს პოპულარობა 1980-იან წლებში გამოშვებულმა ალბომებმა მოუტანა. 1990 წელს კი ბენდმა საკულტო კომპოზიცია Wind of Change გაავრცელა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური ცვლილებებისა და ბერლინის კედლის დანგრევის სიმბოლოდაც იქცა. დღემდე მსოფლიოში ამ სიმღერის 14 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული, რის გამოც ჩანაწერი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად ითვლება. ჯგუფს ამ დრომდე 18 სტუდიური და 27 კომპილაციური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული