Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, მსმენელს ახალი კომპოზიცია Moana და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი შესთავაზა. ცნობილი რეპერის ჩანაწერში მისი ახალბედა კოლეგა Jack Harlow მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი მუსიკოსი Zaytoven გახლავთ.

მოუსმინეთ: Joyner Lucas x G-Eazy x Yandel - Lotto (Remix)

ნახეთ: G-Eazy, Tory Lanez და Tyga კლიპში Still Be Friends

ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს K I D S აქვეყნებს

თვითიზოლაციაში შექმნილ ვიდეოში მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა არტისტმა მიიღო, მათ შორის არიან: Diddy, YG, Snoop Dogg, Jamie Foxx, Trippie Redd და Ty Dolla Sign.

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული