ვეტერანმა კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ ტეილორმა, ფსევდონიმით The Game, ტრეკზე Welcome Home შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. მის ჩანაწერში 2019 წელს გარდაცვლილი ასევე დასავლელი რეპერი Nipsey Hussle მონაწილეობს. ვიზუალურ ნამუშევარში ჯეისონმა პატივი ნიფსისა და ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნას მიაგო. კომპოზიცია გეიმის უკანასკნელი ალბომის Born 2 Rap ერთ-ერთი სინგლია.
► მოუსმინეთ: The Game უკანასკნელ ალბომს Born 2 Rap ავრცელებს
► ნახეთ: The Game ვიდეორგოლს Stainless ავრცელებს
► მოუსმინეთ: TOBi - City Blues (Remix) Ft. The Game
გეიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში არტისტი მისი ლეგენდარული კოლეგის, დოქტორ დრეს მიერ დაარსებული ლეიბლის Interscope Records წევრი გახდა. რეპერი ფართო საზოგადოებამ სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომით The Documentary გაიცნო. 2006 წელს გაყიდვაში შემსრულებლის მორიგი სტუდიური ნამუშევარი Doctor's Advocate ჩაეშვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 2019 წელს კომპტონელმა რეპერმა დისკოგრაფიის უკანასკნელი ალბომი Born 2 Rap გამოაქვეყნა.
კომენტარები