Thumbnail

მოუსმინეთ: ბაჩო ჯიქიძე - 5G ანუ როცა ედისონმა შექმნა ნათურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსმა ბაჩო ჯიქიძემ ახალი სიმღერა "5G ანუ როცა ედისონმა შექმნა ნათურა" გამოაქვეყნა. კომპოზიციაზე მან თორნიკე ჯაფიაშვილთან ერთად იმუშავა. არტისტი ჩანაწერით, სავარაუდოდ, პოპულარულ შეთქმულების თეორიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელებას 5G ქსელი იწვევს.

მოუსმინეთ: ბაჩო ჯიქიძე - თვითიზოლაციის სიმღერა

ბაჩო ჯიქიძემ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია "წითელთმიანო გოგო" და "მე ვანგრევ კარს". არტისტის შემოქმედება ძირითადად სატირული და მელანქოლიური ტექსტებით ხასიათდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული