Thumbnail

ნახეთ: BTS-ზე გადაღებული დოკუმენტური სერიალის Break The Silence თრეილერი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Break The Silence პირველი თრეილერი გავრცელდა. სურათის პრემიერა 12 მაისს აპლიკაციის Weverse საშუალებით შედგება.

BTS-ის შუგამ, პირდაპირ ეთერში ხატვისას, ჯგუფის მომავალ ალბომზე ისაუბრა

ცნობილი მუსიკოსები, რომლებთანაც BTS-ის წევრებმა ინდივიდუალურად ითანამშრომლეს

7-ეპიზოდიანი ნამუშევარი 2018-19 წლებში გამართული ტურნეების Love Yourself და Speak Yourself კულისებს მიღმა მოვლენებს ასახავს. თაყვანისმცემლები აგრეთვე იხილავენ კოლექტივის წევრების ინდივიდუალურ ინტერვიუებს.

Burn the Stage-ისა და Bring The Soul-ის შემდეგ, ეს რიგით მესამე დოკუმენტური სერიალია, რომელიც "ბითიესის" მსოფლიო ტურნეების შესახებ მოგვითხრობს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული