Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Protomartyr ახალი სიმღერა Worm in Heaven და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Ultimate Success Today იქნება წარმოდგენილი, რომელიც 17 ივლისს გამოიცემა.

► ნახეთ: Protomartyr - Processed By The Boy

პოსტ პანკ კოლექტივი Protomartyr ქალაქ დეტროიტში 2008 წელს ჩამოყალიბდა. ოთხ წელიწადში ბენდმა სადებიუტო ალბომი No Passion All Technique გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული