Thumbnail

ნახეთ: The National მორიგ საკონცერტო ფილმს Guilty Party: Basilica Hudson ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The National იუთუბზე მორიგი საკონცერტო ფილმი Guilty Party: Basilica Hudson გაავრცელა. ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ქალაქ ნიუ იორკშია გადაღებული, სადაც კოლექტივმა ღონისძიება რიგით მეშვიდე ალბომის Sleep Well Beast მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში გამართა. მუსიკოსებმა სულ 15 კომპოზიცია შეასრულეს.

► ნახეთ: The National ფესტივალ Primavera-ზე გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

► The National-მა 2013 წელს გერმანიაში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ყოველ ორშაბათს წარსულში გამართული კონცერტების ჩანაწერებსა და აქამდე უცნობ ვიდეომასალას აქვეყნებს.  

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული